ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

სსიპ წყალტუბოს კოლეჯი არის პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც 2022 წელს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით დაფუძნდა.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსების საჭიროება გამომდინარეობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული საკადრო მოთხოვნებიდან და მეორე მხრივ, უკავშირდება წყალტუბოს, როგორც ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის ტრადიციებსა და კურორტის განახლება-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორიენტირია, ყველასათვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უფლების უზრუნველყოფა.
სსიპ წყალტუბოს კოლეჯის ინფრასტრუქტურა პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს. თეორიული და პრაქტიკული სწავლების სივრცეები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სასწავლო მასალებითა და რესურსებით.
კოლეჯის ადმინისტრაციისა და სასწავლო პროგრამების ადამიანური რესურსი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტებით, რაც უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლის, კოლეჯის სტრატეგიული ამოცანების მიღწევას.

წყალტუბოს შესახებ

დაგვიკავშირდით

მისამართი