შოთა რუსთაველი ქართული ლიტერატურის მშვენება, პოეტური სიტყვის უბადლო ოსტატი და გენიოსი შემოქმედია.
მისი ერთადერთი, სიბრძნით აღსავსე, ქართველი ხალხის ეროვნულ სიამაყედ ქცეული და საუკუნეთა მანძილზე ობოლი მარგალიტივით ხელიხელ ნაგოგმანები პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ძვირფას მემკვიდრეობად გადმოეცა თანამედროვეობას.
ნაწარმოები უკვდავ და საყვარელ ქმნილებად აქცია მასში ღრმად ჩაქსოვილმა ისეთმა საკაცობრიო იდეებმა, რომლებსაც ყველა ეპოქა და ერი ერთნაირად საჭიროებს.